https://sputnik-georgia.com/20230717/egviptesi-ucnobma-daavadebam-ifetqa-279621455.html
ეგვიპტეში უცნობმა დაავადებამ იფეთქა: ინფიცირებულია 1000-მდე კაცი
ეგვიპტეში უცნობმა დაავადებამ იფეთქა: ინფიცირებულია 1000-მდე კაცი
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრომ სოფელში სპეციალური ეპიდემიოლოგური ბრიგადები გაგზავნა
2023-07-17T09:33+0400
2023-07-17T09:33+0400
2023-07-17T16:33+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ეგვიპტე
უცნობი დაავადება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22781/77/227817726_0:59:3433:1990_1920x0_80_0_0_55d1fd844682eaf22a1142997cb001c7.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ეგვიპტის პროვინცია კენის სოფელ ელ-ალიკატში უცნობმა დაავადებამ იფეთქა, რომლითაც უკვე ათასამდე მცხოვრებია ინფიცირებული, იუწყება ეგვიპტური გამოცემა Cairo24. ამის შესახებ იტყობინებიან ქვეყნის სხვა მედიასაშუალებებიც.გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების სიმპტომებია: ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატება, ძვლებში მტვრევის შეგრძნება, დიარეა და ღებინება.ზოგი მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა დენგეს ცხელება იყოს.Cairo24-ის ცნობით, სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაავადებას კოღოები ავრცელებენ საკანალიზაციო აუზებიდან, რომლებსაც ჯანდაცვის უწყებები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცნობი დაავადება პირველად გასული წლის აპრილში დაფიქსირდა და ამ დრომდე „ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ“ ადამიანს შეხვდა. ბოლო რამდენიმე დღეში კი დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და დაახლოებით ათას კაცს მიაღწია — „თითოეულ სახლში ერთზე მეტი ადამიანია ავად“.სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, პრობლემის შესახებ მათ არაერთხელ აცნობეს ჩინოვნიკებს, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი, როდესაც ამ თემაზე მედია ალაპარაკდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ბრიგადები გაგზავნა სოფელში დაავადებულებისთვის ანალიზების ასაღებად.როგორც ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ელ-ალიკატში ეპიდემიოლოგიური ბრიგადებია გაგზავნილი, რომლებიც სინჯებს იღებენ დაავადებულებისგანაც და გარემოდანაც.გარდა ამისა, სოფელში ჩასულია სპეციალური ბრიგადა, რომელიც ქუჩებს დღეში ორჯერ ამუშავებს პესტიციდების გაფრქვევით, რათა დაავადების სავარაუდო გადამტანი კოღოები გაანადგუროს.
ეგვიპტე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22781/77/227817726_352:0:3083:2048_1920x0_80_0_0_d9527ddfd3857e629a87fd70c6834ec4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეგვიპტე უცნოი დაავადება ეპიდემიოლოგიური ბრიგადები ცნობილია სიმპტომები
ეგვიპტე უცნოი დაავადება ეპიდემიოლოგიური ბრიგადები ცნობილია სიმპტომები
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ეგვიპტის პროვინცია კენის სოფელ ელ-ალიკატში უცნობმა დაავადებამ იფეთქა, რომლითაც უკვე ათასამდე მცხოვრებია ინფიცირებული, იუწყება ეგვიპტური გამოცემა
Cairo24. ამის შესახებ იტყობინებიან ქვეყნის სხვა მედიასაშუალებებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების სიმპტომებია: ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატება, ძვლებში მტვრევის შეგრძნება, დიარეა და ღებინება.
ზოგი მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა დენგეს ცხელება იყოს.
„დაავადების გაურკვევლობამ პანიკა და შიში გააჩინა მოსახლეობაში. ზოგიერთი მცხოვრები სოფლის დატოვებაზე ფიქრობს, რათა ოჯახები უცნობი დაავადებისგან დაიცვან“, — წერს გამოცემა.
Cairo24-ის ცნობით, სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაავადებას კოღოები ავრცელებენ საკანალიზაციო აუზებიდან, რომლებსაც ჯანდაცვის უწყებები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცნობი დაავადება პირველად გასული წლის აპრილში დაფიქსირდა და ამ დრომდე „ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ“ ადამიანს შეხვდა. ბოლო რამდენიმე დღეში კი დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და დაახლოებით ათას კაცს მიაღწია — „თითოეულ სახლში ერთზე მეტი ადამიანია ავად“.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, პრობლემის შესახებ მათ არაერთხელ აცნობეს ჩინოვნიკებს, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი, როდესაც ამ თემაზე მედია ალაპარაკდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ბრიგადები გაგზავნა სოფელში დაავადებულებისთვის ანალიზების ასაღებად.
როგორც ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ელ-ალიკატში ეპიდემიოლოგიური ბრიგადებია გაგზავნილი, რომლებიც სინჯებს იღებენ დაავადებულებისგანაც და გარემოდანაც.
გარდა ამისა, სოფელში ჩასულია სპეციალური ბრიგადა, რომელიც ქუჩებს დღეში ორჯერ ამუშავებს პესტიციდების გაფრქვევით, რათა დაავადების სავარაუდო გადამტანი კოღოები გაანადგუროს.