ძალოსნობა: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეგვიპტეში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიძალოსნობა
ძალოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
საქართველოს ტურნირზე შვიდი ძალოსანი წარადგენს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ძალოსნობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იმყოფება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზდება.
ქართველი ძალოსნები ასპარეზობას 4 მაისს დაიწყებენ, ხოლო გამოსვლას 8 მაისს დაასრულებენ. საქართველოს ტურნირზე შვიდი ძალოსანი წარადგენს.
საქართველოს ნაკრების განრიგი:
4 მაისი, 17:00: რევაზ მილდიანი – 71 კგ.
6 მაისი, 20:00: ნანა ხორავა – 77 კგ.
7 მაისი, 17:00: მარიამ მურღვლიანი – 86 კგ.
7 მაისი, 20:00: ლუკა სილაგაძე – 94 კგ, გოგა ჯაჯვანი – 94 კგ.
8 მაისი, 12:00: გიგა ცუხიშვილი – 110 კგ
8 მაისი, 15:00: ირაკლი ვეკუა +110 კგ.
საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ტურნირზე ავთანდილ გახოკიძისა და თემურ ჯანჯღავას ხელძღვანელობით იასპარეზებს.
ყველა ახალი ამბავი
0