https://sputnik-georgia.com/20220714/brics--268502488.html
BRICS-ი შესაძლოა მალე გაფართოვდეს: ცნობილია მსურველი ქვეყნები
BRICS-ი შესაძლოა მალე გაფართოვდეს: ცნობილია მსურველი ქვეყნები
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი, შესაძლოა, „ძალიან მალე“ შეუერთდნენ BRICS-ს, განაცხადა BRICS-ის ფორუმის ხელმძღვანელმა პურნიმა... 14.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-14T10:23+0400
2022-07-14T10:23+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
brics
პოლიტიკა
ეკონომიკა
თურქეთი
ეგვიპტე
საუდის არაბეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23354/08/233540803_0:60:1975:1171_1920x0_80_0_0_aef7162c6ed7c2cb78c84f2679660257.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი, შესაძლოა, „ძალიან მალე“ შეუერთდნენ BRICS-ს, განაცხადა BRICS-ის ფორუმის ხელმძღვანელმა პურნიმა ანანდმა.მისი თქმით, ეს საკითხი ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა BRICS-ის ლიდერთა მე-14 ვირტუალურ სამიტზე განიხილეს 23-24 ივნისს, და ამჟამად ეს ქვეყნები უკვე არიან კოალიციაში შესვლის გზაზე.ამასთან, მან განმარტა, რომ ქვეყნების კოალიციაში გაწევრიანება ერთდროულად არ მოხდება.BRICS — ეკონომიკური კოალიციაა, რომელშიც შედიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. ორგანიზაცია 2006 წელს დაარსდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. BRICS Plus ფორმატში ასევე შედიან: ალჟირი, არგენტინა, ეგვიპტე, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, კამბოჯა, მალაიზია, სენეგალი, ტაილანდი, უზბეკეთი, ფიჯი და ეთიოპია.მანამდე BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს არგენტინამ და ირანმა. სავარაუდოდ, ეს ორი ქვეყანა და ასევე თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი კოალიციის მომდევნო სამიტზე გახდებიან მისი წევრები, რომელიც 2023 წელს იგეგმება სამხრეთ აფრიკაში. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ინდონეზიამ ასევე გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს BRICS-ს.
თურქეთი
ეგვიპტე
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23354/08/233540803_167:0:1808:1231_1920x0_80_0_0_6cad8943b6130d41518244867f3b70af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
brics , პოლიტიკა, ეკონომიკა, თურქეთი , ეგვიპტე , საუდის არაბეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
brics , პოლიტიკა, ეკონომიკა, თურქეთი , ეგვიპტე , საუდის არაბეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი, შესაძლოა, „ძალიან მალე“ შეუერთდნენ BRICS-ს, განაცხადა BRICS-ის ფორუმის ხელმძღვანელმა პურნიმა ანანდმა.
მისი თქმით, ეს საკითხი ჩინეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა BRICS-ის ლიდერთა მე-14 ვირტუალურ სამიტზე განიხილეს 23-24 ივნისს, და ამჟამად ეს ქვეყნები უკვე არიან კოალიციაში შესვლის გზაზე.
„ყველა ამ ქვეყანამ გამოავლინა გაწევრიანების ინტერესი და ემზადება წევრობაზე განაცხადის წარდგენისთვის. ვფიქრობ, ეს კარგი ნაბიჯია, რადგან გაფართოება ყოველთვის დადებითად აღიქმება, ეს აშკარად გაზრდის BRICS-ის გავლენას მთელ მსოფლიოში... იმედი მაქვს, რომ BRICS-ში ქვეყნების გაწევრიანება ძალიან სწრაფად მოხდება, რადგან ახლა ასოციაციის ბირთვის ყველა წარმომადგენელი დაინტერესებულია გაფართოებით. ასე რომ, ეს ძალიან მალე მოხდება“, — განაცხადა ანანდმა.
ამასთან, მან განმარტა, რომ ქვეყნების კოალიციაში გაწევრიანება ერთდროულად არ მოხდება.
BRICS — ეკონომიკური კოალიციაა, რომელშიც შედიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. ორგანიზაცია 2006 წელს დაარსდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. BRICS Plus ფორმატში ასევე შედიან: ალჟირი, არგენტინა, ეგვიპტე, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, კამბოჯა, მალაიზია, სენეგალი, ტაილანდი, უზბეკეთი, ფიჯი და ეთიოპია.
მანამდე BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს არგენტინამ და ირანმა. სავარაუდოდ, ეს ორი ქვეყანა და ასევე თურქეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი კოალიციის მომდევნო სამიტზე გახდებიან მისი წევრები, რომელიც 2023 წელს იგეგმება სამხრეთ აფრიკაში. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ინდონეზიამ ასევე გამოთქვა სურვილი, შეუერთდეს BRICS-ს.