ქართველმა მოჭიდავეებმა ეგვიპტის ტურნირზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს

© photo: Sputnik / Alexey Filippovთავისუფალი ჭიდაობა
თავისუფალი ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
ქართველი მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ალექსანდრიაში ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ალექსანდრიაში ოლიმპიური ჩემპიონის იბრაჰიმ მუსტაფას სახელობის მეორე სარეიტინგო ტურნირი 23 თებერვალს დაიწყო.
ოქროს მედალი 79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები აიღეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ-მდე წონითი კატეგორია), ტარიელ გაფრინდაშვილმა (86 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ).
შაბათს ალექსანდრიაში დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა აიღო სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.
ტურნირის შედეგებით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0