ირაკლი კობახიძე საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2025
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა ელჩებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
უწყების ცნობით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.
2023-2025 წლებში ყურაშვილი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, 2017-2022 წლებში - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო 2012-2017 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში.
2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს. ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2024 წლის მაისში გოჩა ჯავახიშვილმა ელჩის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
რაც შეეხება ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ აფხაზავას, ადმინისტრაციის ცნობით, ის წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2012-2017 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში, ხოლო 2017-2022 წლებში იკავებდა მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. ნიკოლოზ აფხაზავას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ყველა ახალი ამბავი
0