https://sputnik-georgia.com/20230321/saqartvelo-da-egvipte-ekonomikuri-kavsirebis-ganvitarebaze-setanxmdnen-275990777.html
საქართველო და ეგვიპტე ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და ეგვიპტე ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების... 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T21:31+0400
2023-03-21T21:31+0400
2023-03-21T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ეგვიპტე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275987210_0:137:2000:1262_1920x0_80_0_0_5177d5bf1dd5f8be9e2fa9d10d2f675a.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველომ და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის წახალისებას მხარეებს შორის საინვესტიციო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალურ სააგენტოსა (GAFI) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის. ხელმოწერა კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა.ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბიზნეს-ფორუმის გახსნის ცერემონიაში.ლონდონში პირველი ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა >>ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა.ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც ისეთ სექტორებში განხორციელდა, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ.მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე და განაცხადა, რომ ქვეყანამ 2021–2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2023-2027 წლებში საქართველოს რეგიონში ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.თბილისში დაიწყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესმენთა ფორუმი >>ლევან დავითაშვილმა ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებულ წარმატებებზე, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაკეთდა.საქართველომ და ეგვიპტემ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ, საგანმანათლებლო, ტურისტულ სფეროებში.
საქართველო
ეგვიპტე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/15/275987210_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_2f8050be62dc21422950d0b4fccf38d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეგვიპტე , საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ეგვიპტე , საქართველოს მთავრობა
საქართველო და ეგვიპტე ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე შეთანხმდნენ
21:31 21.03.2023 (განახლებულია: 22:33 21.03.2023) საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა, დარწმუნებულია ვიცე-პრემიერი.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველომ და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის წახალისებას მხარეებს შორის საინვესტიციო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალურ სააგენტოსა (GAFI) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის. ხელმოწერა კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბიზნეს-ფორუმის გახსნის ცერემონიაში.
ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ეგვიპტის ბიზნეს-ფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც ისეთ სექტორებში განხორციელდა, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ.
მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე და განაცხადა, რომ ქვეყანამ 2021–2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2023-2027 წლებში საქართველოს რეგიონში ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.
ლევან დავითაშვილმა ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში არსებულ წარმატებებზე, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაკეთდა.
საქართველომ და ეგვიპტემ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ, საგანმანათლებლო, ტურისტულ სფეროებში.