https://sputnik-georgia.com/20230318/londonsi-pirveli-qartuli-sainvesticio-forumi-gaimarta-275892489.html
ლონდონში პირველი ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
ლონდონში პირველი ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
Sputnik საქართველო
ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ წამყვანი ქართული კომპანიების განვითარების სტრატეგიულ გეგმებს 18.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-18T14:20+0400
2023-03-18T14:20+0400
2023-03-18T14:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/97/239659701_0:97:1921:1177_1920x0_80_0_0_fe077899ad430874f6eb6b011b439de6.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ლონდონში წამყვანი ბრიტანული და ქართული კომპანიების მონაწილეობით პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council, მხარდამჭერები - დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“.უწყების ცნობით, „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში“ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს წამყვანი კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 428,3 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელს მან შეადგინა 603,6 მილიონი აშშ დოლარი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23965/97/239659701_110:0:1809:1274_1920x0_80_0_0_6f06171b5ddb68f1f6ce82d3c4555a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ლონდონში პირველი ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა
ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ წამყვანი ქართული კომპანიების განვითარების სტრატეგიულ გეგმებს
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ლონდონში წამყვანი ბრიტანული და ქართული კომპანიების მონაწილეობით პირველი „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი" გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council, მხარდამჭერები - დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“.
უწყების ცნობით, „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში“ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ემსახურებოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.
ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს წამყვანი კომპანიების სტრატეგიული განვითარების გეგმებს, საერთაშორისო ინვესტორების გამოცდილებასა და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, უძრავი ქონება, ტურიზმი და სხვა.
დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 428,3 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელს მან შეადგინა 603,6 მილიონი აშშ დოლარი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.