Air Cairo თბილისიდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

© FB / GCAAავიაკომპანია Air Cairo
ავიაკომპანია Air Cairo - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
ამ დრომდე Air Cairo რეისს თბილისიდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით - კვირას ასრულებდა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ეგვიპტური ჩარტერული ავიაკომპანია Air Cairo თბილისიდან კურორტ შარმ-ელ-შეიხში ფრენებს 2024 წლის 3 მარტიდან განაახლებს, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ის ინფორმაციაში.
Air Cairo-მ შარმ-ელ-შეიხში ბოლო რეისი 29 ოქტომბერს შეასრულა, რის შემდეგაც პალესტინა-ისრაელის მოვლენებთან დაკავშირებით ფრენები დროებით შეჩერდა.
„თბილისიდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ფრენები ოფიციალურად 3 მარტს განახლდება. ვითარება თანდათან მიმშვიდდება, ამიტომაც ფრენების ოფიციალური აღდგენის თარიღი 3 მარტი იქნება“, - განაცხადა ტურისტული სააგენტო „პეგასტ ტურისტ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ.
ტურისტული ფირმა ეგვიპტესა და თურქეთში ტურებს ყიდის.
ამ დრომდე Air Cairo რეისს თბილისიდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით - კვირას ასრულებდა.
Air Cairo ქართულ ავიაბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და EgyptAir-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მგზავრებს დაბალბიუჯეტიან მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.
ყველა ახალი ამბავი
0