საქართველოს პრემიერი: გავერთიანდეთ პლანეტის მომავლისათვის

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
სამშაბათს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ენერგეტიკაში ინვესტირების საკითხებს მიეძღვნება.
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს.

„ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!” – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის რევაზ ჯაველიძის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრა და საუბრები სასურსათო უსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრემიერი გამოვიდა და ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც რეგიონული კუთხით არსებობს ამ მიმართულებით და ასევე ისაუბრა მათი გადაწყვეტის გზებზე“, – აღნიშნა რევაზ ჯაველიძემ.
მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც, როდესაც პრემიერი დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ენერგეტიკაში ინვესტიციების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაში.
ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა>>
როგორც ჯაველიძემ აღნიშნა, პრემიერს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს პლენარული სესიის ფორმატში.
შარმ-ელ-შეიხში 6-18 ნოემბერს იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციის სესია.
7 და 8 ნოემბერს 27-ე კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კლიმატის სამიტი, სადაც 120-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური გამოვა სიტყვით, გარდა ამისა, პროგრამაში მათი მონაწილეობით ექვსი მრგვალი მაგიდის ფორმატია გათვალისწინებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0