https://sputnik-georgia.com/20230307/xeofsis-piramidasi-ucnobi-derefani-armoacines-275519295.html
სავარაუდოდ, ფარაონის აკლდამა: ხეოფსის პირამიდაში იდუმალი დერეფანი აღმოაჩინეს - ფოტო
სავარაუდოდ, ფარაონის აკლდამა: ხეოფსის პირამიდაში იდუმალი დერეფანი აღმოაჩინეს - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა ხეოფსის პირამიდაში ახალი, აქამდე უცნობი სივრცე აღმოაჩინა, იუწყება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის... 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T12:40+0400
2023-03-07T12:40+0400
2023-08-17T19:46+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ეგვიპტე
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24005/01/240050107_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_14ed9c117b47aad686cd8ad639911f10.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა ხეოფსის პირამიდაში ახალი, აქამდე უცნობი სივრცე აღმოაჩინა, იუწყება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პრეს-სამსახური.ახალი აღმოჩენის უნიკალურობა ისაა, რომ ხეოფსის პირამიდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ ნაგებობად მიიჩნევა.გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვები აღნიშნული სივრცის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა, როდესაც იაპონელმა და ფრანგმა ექსპერტებმა რამდენიმე გაზომვა ჩაატარეს. თუმცა მაშინ მისი პოვნა არ მოხერხდა.საერთაშორისო მისია ScanPyramids-ის მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს პირამიდის თავდაპირველი შესასვლელის თავზე მდებარე სიცარიელეები გამოეკვლიათ. ამისთვის მათ ულტრაბგერითი და ენდოსკოპიური ტექნოლოგიები გამოიყენეს, რათა ქვების მიღმა მათი დაზიანების გარეშე „გაეხედათ“. შედეგად დადასტურდა, რომ იქ ნამდვილად არსებობს დერეფანი, რომელსაც სამკუთხა ჭერი აქვს.ამასთან გაირკვა, რომ ახალაღმოჩენილი სივრცე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ვარაუდობდნენ. პირველადი გაზომვის მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ მინიმუმ ხუთი მეტრის სიგრძის დერეფანზე იყო საუბარი, თუმცა ჩატარებულმა სამუშაომ დაადასტურა, რომ აღმოჩენილი დერეფნის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო სიგანე — 2 მეტრზე მეტი.მეცნიერების თქმით, უცნობ სივრცეში ადამიანის აქტივობის კვალი არ შეიმჩნევა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ დერეფანში ადამიანს პირამიდის აგების შემდეგ, უკვე 4500 წელია ფეხი არ დაუდგამს.ექსპედიციის ხელმძღვანელ ზაჰი ჰავასის თქმით, აღმოჩენილი დერეფნის მიღმა შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იმალებოდეს.ხეოფსის პირამიდა ეგვიპტის ყველაზე დიდი პირამიდაა. მისი სიმაღლე 146 მეტრია. ის ერთადერთია მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ექსპერტების თქმით, პირამიდა დაახლოებით 4500 წლისაა. ხეოფსის პირამიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.წყარო: TUM
ეგვიპტე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24005/01/240050107_856:387:3071:2048_1920x0_80_0_0_358cc4638e8a8569ca509927450bc19a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეგვიპტე , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, ეგვიპტე , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, კულტურა საქართველოში
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა ხეოფსის პირამიდაში ახალი, აქამდე უცნობი სივრცე აღმოაჩინა, იუწყება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პრეს-სამსახური.
ახალი აღმოჩენის უნიკალურობა ისაა, რომ ხეოფსის პირამიდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ ნაგებობად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვები აღნიშნული სივრცის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა, როდესაც იაპონელმა და ფრანგმა ექსპერტებმა რამდენიმე გაზომვა ჩაატარეს. თუმცა მაშინ მისი პოვნა არ მოხერხდა.
საერთაშორისო მისია ScanPyramids-ის მეცნიერებმა კი გადაწყვიტეს პირამიდის თავდაპირველი შესასვლელის თავზე მდებარე სიცარიელეები გამოეკვლიათ. ამისთვის მათ ულტრაბგერითი და ენდოსკოპიური ტექნოლოგიები გამოიყენეს, რათა ქვების მიღმა მათი დაზიანების გარეშე „გაეხედათ“. შედეგად დადასტურდა, რომ იქ ნამდვილად არსებობს დერეფანი, რომელსაც სამკუთხა ჭერი აქვს.
ამასთან გაირკვა, რომ ახალაღმოჩენილი სივრცე იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ვარაუდობდნენ. პირველადი გაზომვის მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ მინიმუმ ხუთი მეტრის სიგრძის დერეფანზე იყო საუბარი, თუმცა ჩატარებულმა სამუშაომ დაადასტურა, რომ აღმოჩენილი დერეფნის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო სიგანე — 2 მეტრზე მეტი.
მეცნიერების თქმით, უცნობ სივრცეში ადამიანის აქტივობის კვალი არ შეიმჩნევა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ამ დერეფანში ადამიანს პირამიდის აგების შემდეგ, უკვე 4500 წელია ფეხი არ დაუდგამს.
ექსპედიციის ხელმძღვანელ ზაჰი ჰავასის თქმით, აღმოჩენილი დერეფნის მიღმა შესაძლოა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იმალებოდეს.
„არსებობს დიდი ალბათობა, რომ გვირაბი რაღაცას იცავდეს. ჩემი აზრით, მის უკან ფარაონ ხუფუს (ხეოფსის - რედ.) აკლდამა იმალება“, — აღნიშნა მან.
ხეოფსის პირამიდა ეგვიპტის ყველაზე დიდი პირამიდაა. მისი სიმაღლე 146 მეტრია. ის ერთადერთია მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ექსპერტების თქმით, პირამიდა დაახლოებით 4500 წლისაა. ხეოფსის პირამიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.