მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უცნობი დაავადების აფეთქება ეგვიპტეში: ჯანდაცვის დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა

© courtesy of Vetandlife / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2023
გამოწერა
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ეგვიპტის პროვინცია კენას სოფელ ელ-ალიკატიდან სხვა რაიონებში ვირუსული ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, განუცხადა რია ნოვოსტის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რაგი ტავადროსმა.
მანამდე ეგვიპტურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ელ-ალიკატში უცნობმა დაავადებამ იფეთქა, რომლითაც უკვე ათასამდე მცხოვრებია ინფიცირებული. ზოგი ვარაუდით, ეს შესაძლოა დენგეს ცხელება იყოს.

„ვირუსული ინფექციის სხვა რეგიონებში გავრცელების საფრთხე არ არსებობს. წყლის სინჯები ნორმაში აღმოჩნდა. დენგეს ცხელების გადამტანი კოღოები სოფელში არ არიან. ხელისუფლება კარანტინის დაწესებას არ აპირებს“, — აცნობა ტავადროსმა სააგენტოს.

ამასთან მან დააზუსტა, რომ სოფელში, რომლის მოსახლეობაც 4,2 ათასია კაცია, რეალურად 150-200 ადამიანია დაავადებული. ხოლო სიმპტომები, რომლებიც მათ აღენიშებათ, შესაძლოა გასტროენტერიტის ან კოღოების მიერ გადატანილი სხვა ისეთი დაავადებების მანიშნებელი იყოს, რომლებიც სიცხის დამწევი პრეპარატებითა და ანალგეტიკებით იკურნება.
ტავადროსის თქმით, ეგვიპტეს „არ სჭირდება რაიმე სახის უცხოური დახმარება ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაკონტროლებლად“.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც მედიამ ელ-ალიკატში უცნობი დაავადების აფეთქების თაობაზე დაწერა, რომლითაც უკვე ათასამდე ადამიანი იყო ინფიცირებული, ადგილზე სამედიცინო ბრიგადები გაგზავნა ავადმყოფებისგან და გარემოდან ნიმუშების ასაღებად. გარდა ამისა, სოფელში ჩავიდა სპეციალური ბრიგადა, რომელიც ქუჩებს დღეში ორჯერ ამუშავებს პესტიციდების გაფრქვევით.
ყველა ახალი ამბავი
0