მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეთანხმება მიღწეულია: ეგვიპტე ჰუმანიტარული დახმარების „მდგრად არხს“ ხსნის

© AFP 2024 / BASHAR TALEB
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ეგვიპტე „მდგრად არხს“ გახსნის ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად რაფას გავლით, განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა აჰედ ფაჰმიმ.

„ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ სისი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე შეთანხმდნენ რაფას ტერმინალის გავლით“, — აღნიშნა ფაჰმიმ.

ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.
მანამდე, ამ განცხადებამდე სამი საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ისრაელიდან სამშობლოში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრეზიდენტ სისის ტელეფონით ესაუბრა და ის რაფას გავლით 20 სატვირთო ავტომობილის გატარებას დათანხმდა.

„თუ „ჰამასი“ მიიტაცებს ან არ გაატარებს [ჰუმანიტარულ დახმარებას], მაშინ ყველაფერი შეწყდება, ვინაიდან ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება „ჰამასს“ გავუგზავნოთ“, — განმარტა ბაიდენმა.

ჟურნალისტების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ სატვირთოები პარასკევზე ადრე ვერ მოახერხებენ რაფას სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთას.
„ისინი გზების შეკეთებას აპირებენ. მათ უნდა ამოავსონ ორმოები, რათა სატვირთოებმა გაიარონ. ამას, მათი ვარაუდით, ხვალ დაახლოებით რვა საათი მაინც დასჭირდება“, — თქვა აშშ-ის ლიდერმა.
მისი განმარტებით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებით გაეროს სტრუქტურები დაკავდებიან. თუ ყველაფერი გამართულად, „ჰამასის“ ჩარევის გარეშე ჩაივლის, მაშინ ღაზაში სხვა სატვირთოებსაც შეუშვებენ.
ყველა ახალი ამბავი
0