არაბთა გაერთიანებული საამიროები, შემოკლებით საამიროები არის მონარქიული სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულზე. საამიროების მოსაზღვრე ქვეყნებია არაბეთი, კატარი, ომანი. საამიროები დაარსდა 1972 წელს, როდესაც დასრულდა ბრიტანეთის პროტექტორატი და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ. ქვეყნის უზენაესი საბჭო შედგება შვიდი საამიროს მმართველისგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს ხუთი წლის ვადით. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40–კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. ქვეყნის ყველა საამიროში მოქმედებს ისლამური სამართალი. საამიროებია: აბუ–დაბის, აჯმანის, დუბაის, რას–ელ–ხაიმის, უმ–ელ–კაივანის, ფუჯაირას, შარჯის. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც ის მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად გადააქცია. ქვეყნის ძირითადი რესურსებია ნავთობი და ბუნებრივი აირი.
გაეცანით სიახლეებს არაბთა გაერთიანებული საამიროების შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.