https://sputnik-georgia.com/20260301/kobaxidze-teleponit-sheixs-esaubra-297394693.html
პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
Sputnik საქართველო
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T22:00+0400
2026-03-01T22:00+0400
2026-03-01T22:27+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი,1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა სატელეფონო საუბრისას რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.ქართული მხარის ინიციატივით გამართული საუბრის დროს პრემიერმა კობახიძემ გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
22:00 01.03.2026 (განახლებულია: 22:27 01.03.2026) გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
თბილისი,1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა სატელეფონო საუბრისას რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
ქართული მხარის ინიციატივით გამართული საუბრის დროს პრემიერმა კობახიძემ გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ამასთან, კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან“, – დაწერა სოციალურ ქსელში კობახიძემ.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.