https://sputnik-georgia.com/20260916/bochorishvili-dubaishi-mediaporumshi-monawileobs-300634293.html
საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე: მინისტრის მთავარი გზავნილი დუბაის მედიაფორუმზე
საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე: მინისტრის მთავარი გზავნილი დუბაის მედიაფორუმზე
Sputnik საქართველო
დუბაიში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა აქცენტი გააკეთა „შუა დერეფნის" როლზე და განაცხადა, რომ ევროპამ, ისევე როგორც საქართველომ, ჯერ კიდევ... 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T23:00+0400
2026-09-16T23:00+0400
2026-09-16T23:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ჩინეთი
ევროპა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440394_0:323:1408:1115_1920x0_80_0_0_0f176fa5864094b44580b0f776a9a7b7.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ – საქართველოს ძირითადი მიღწევებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის როლის შესახებ ისაუბრა.მედიასამიტი დუბაიში 15-17 სექტემბრის პერიოდში იმართება - რეგიონში უმსხვილესი ფორუმი აერთიანებს 3000-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის წამყვანი არაბული და საერთაშორისო მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს, მთავარ რედაქტორებსა და გავლენიან ჟურნალისტებს. სხდომებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური ლიდერებიც.მინისტრმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის" როლზე.„შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია – ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა“, – განაცხადა მინისტრმა.მისი თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც „ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია".„თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.მისი შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება.ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პარალელურად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან.საქართველოს სატრანზიტო როლი ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას, ასევე ქვეყანაში პირველი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში.ბოლო დროს ხელისუფლებამ გაააქტიურა ურთიერთობები ჩინეთთან, შუა და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა ქვეყნებთან საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის გასაძლიერებლად.
საქართველო
ჩინეთი
ევროპა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440394_0:326:1408:1382_1920x0_80_0_0_1348d439271018f06b6ae262c6864025.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ჩინეთი, ევროპა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ჩინეთი, ევროპა, არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე: მინისტრის მთავარი გზავნილი დუბაის მედიაფორუმზე
დუბაიში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ბოჭორიშვილმა აქცენტი გააკეთა „შუა დერეფნის" როლზე და განაცხადა, რომ ევროპამ, ისევე როგორც საქართველომ, ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ერთად მუშაობა სამხრეთ კავკასიაში.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ – საქართველოს ძირითადი მიღწევებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის როლის შესახებ ისაუბრა.
მედიასამიტი დუბაიში 15-17 სექტემბრის პერიოდში იმართება - რეგიონში უმსხვილესი ფორუმი აერთიანებს 3000-ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის წამყვანი არაბული და საერთაშორისო მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს, მთავარ რედაქტორებსა და გავლენიან ჟურნალისტებს. სხდომებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური ლიდერებიც.
„საქართველოს შესახებ ხშირად სხვადასხვა ნარატივს მოისმენთ, თუმცა ჩვენი გზავნილი ასეთია: შეხედეთ ციფრებს - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, იმ პარტნიორობების მასშტაბს, რომელსაც საქართველო ავითარებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის" როლზე.
„შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის – ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარების ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და დაკავშირებადობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
„არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსთვის შესაძლებლობებსაც ქმნის, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია – ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც „ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია".
„თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება.
„ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პარალელურად ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან.
საქართველოს სატრანზიტო როლი ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აკავშირებს აზიასა და ევროპას, ასევე ქვეყანაში პირველი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში.
ბოლო დროს ხელისუფლებამ გაააქტიურა ურთიერთობები ჩინეთთან, შუა და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა ქვეყნებთან საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის გასაძლიერებლად.