მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა და უკრაინა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

© photo: Sputnik / Пресс-служба Минобороны РФ / გადასვლა მედიაბანკშიტყვეთა გაცვლა
ტყვეთა გაცვლა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
ტყვეთა გაცვლა არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით განხორციელდა
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა განახორციელეს, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„103 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. სანაცვლოდ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 103 სამხედრო ტყვე გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ გათავისუფლებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, სადაც ისინი საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებენ.
„დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც მათთან მუშაობს რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი იანა ლანტრატოვა“, - განმარტა თავდაცვის სამინისტრომ.
შემდეგ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეები რუსეთში გაემგზავრებიან, სადაც ისინი მკურნალობას და რეაბილიტაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეების უკრაინული ტყვეობიდან დაბრუნება არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით განხორციელდა.
დღევანდელი ტყვეების გაცვლა წელს მეშვიდეა. პირველი 5 თებერვალს მოხდა, როდესაც ტყვეობიდან 157 რუსი სამხედრო დაბრუნდა, სანაცვლოდ კი რუსულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ამდენივე სამხედრო ტყვე გადასცა.
ყველა ახალი ამბავი
0