https://sputnik-georgia.com/20260320/mixeil-yavelasvils-ilia-meoris-gardacvalebis-gamo-saamiroebis-preidentma-miusamzimra-297707611.html
მიხეილ ყაველაშვილს ილია II-ის გარდაცვალების გამო საამიროების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა
მიხეილ ყაველაშვილს ილია II-ის გარდაცვალების გამო საამიროების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა
Sputnik საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს. 20.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-20T18:58+0400
2026-03-20T18:58+0400
2026-03-20T18:58+0400
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველო
ახალი ამბები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296628817_0:117:2049:1269_1920x0_80_0_0_5b7af77311fa80a625ec42a857ae6dfd.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/0e/296628817_100:0:1947:1385_1920x0_80_0_0_4a57d4e3c1aac95ee6527069be8620a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველო, ახალი ამბები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი
არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველო, ახალი ამბები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილს ილია II-ის გარდაცვალების გამო საამიროების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ქართველ ხალხს უდიდესი დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.