https://sputnik-georgia.com/20260204/saqartvelos-da-arabta-gaertianebuli-saamiroebis-mtavrobebs-soris-memorandumi-gaformda-296952262.html
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
Sputnik საქართველო
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა. 04.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-04T15:57+0400
2026-02-04T15:57+0400
2026-02-04T15:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/04/296950911_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6aa17529d4ba1f4b742e007141496569.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა მარიამ ალ ჰამადმა მოაწერეს. როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მემორანდუმი წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მმართველობის გაუმჯობესებას და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/04/296950911_227:0:1776:1162_1920x0_80_0_0_2f2dcfe3dbe1dfc5fe7088649d6c7eaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებს შორის სამთავრობო გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა მარიამ ალ ჰამადმა მოაწერეს.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მემორანდუმი წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, მმართველობის გაუმჯობესებას და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.
"მემორანდუმი გულისხმობს მთავრობათა შორის გამოცდილების გაზიარებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის სტრატეგიული დაგეგმვა და სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულება. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სტრატეგიული მიზნების მისაღწევად შესაბამისი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვას გულისხმობს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.