https://sputnik-georgia.com/20260304/bochorishvli-kvelapers-vaketebt-moqalaqeebis-dasabruneblad-297441160.html
ბოჭორიშვილი: საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად
ბოჭორიშვილი: საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები... 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T21:24+0400
2026-03-04T21:24+0400
2026-03-04T21:23+0400
საქართველო
ისრაელი
ირანი
აშშ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვამ ავიამიმოსვლა შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად 3, 4 და 5 მარტს თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები დანიშნა.მინისტრის ინფორმაციით, 3 მარტს ომანიდან ერთი რეისი უკვე შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნა, ასევე დაგეგმილია კიდევ ორი ავიარეისი.„დღეს საუდის არაბეთიდან ერთი სპეციალური რეისი შესრულდება, რომელიც დაახლოებით 170 მოქალაქეს საქართველოში ჩამოიყვანს. ხვალ მასკატის აეროპორტიდან კიდევ ერთი დამატებითი რეისი განხორციელდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, საელჩოები საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტში არიან და მაქსიმალურად ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
საქართველო
ისრაელი
ირანი
აშშ
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , ირანი , აშშ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , ირანი , აშშ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , არაბთა გაერთიანებული საამიროები , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვამ ავიამიმოსვლა შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად 3, 4 და 5 მარტს თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები დანიშნა.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ აეროპორტებში მისვლამდე", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, 3 მარტს ომანიდან ერთი რეისი უკვე შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნა, ასევე დაგეგმილია კიდევ ორი ავიარეისი.
„დღეს საუდის არაბეთიდან ერთი სპეციალური რეისი შესრულდება, რომელიც დაახლოებით 170 მოქალაქეს საქართველოში ჩამოიყვანს. ხვალ მასკატის აეროპორტიდან კიდევ ერთი დამატებითი რეისი განხორციელდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საელჩოები საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტში არიან და მაქსიმალურად ცდილობენ დახმარება აღმოუჩინონ.
„ჩვენ ვცდილობთ, ისინი სამშობლოში მაქსიმალურად უსაფრთხო გზებით დავაბრუნოთ. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი რეისიც ისევე მშვიდად და წარმატებით შესრულდება, როგორც გუშინდელი და შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.