https://sputnik-georgia.com/20260304/omanidan-pirveli-specreisi-shesrulda-297427305.html
საქართველოს მოქალაქეებისთვის ომანის დედაქალაქიდან პირველი სპეცრეისი შესრულდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის ომანის დედაქალაქიდან პირველი სპეცრეისი შესრულდა
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები... 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T10:29+0400
2026-03-04T10:29+0400
2026-03-04T10:29+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირანი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ისრაელი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23006/55/230065543_0:0:3119:1754_1920x0_80_0_0_342bb39878f1f901574711765fe441e1.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 170 მოქალაქე დაბრუნდა.მგზავრთა უმეტესობა სამშობლოში გამოფრენამდე დუბაისა და აბუ-დაბიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, მუსკატში სახმელეთო გზით გადავიდა - ანალოგიური რეისები, ომანის გარდა, დღეს და ხვალ, დაგეგმილია საუდის არაბეთიდანაც.მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დააორგანიზა.როგორც საქართველოს საგარეო სამინისტროში განაცხადეს, საქართველოში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს შესაბამის საელჩოებს უნდა მიმართონ.სპეციალური რეისების განრიგი:4 მარტი, 19:00 საათი ერ-რიადი-თბილისი5 მარტი, 19:00 საათი - მასკატი-თბილისი.მანამდე, 1 მარტს ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოს დატოვება ასევე შეუძლიათ სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
საქართველო
ირანი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23006/55/230065543_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_5a284db5df19d89b17d003f70936dbd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირანი , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ისრაელი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირანი , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ისრაელი , ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეებისთვის ომანის დედაქალაქიდან პირველი სპეცრეისი შესრულდა
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით პირველი სპეციალური რეისი დღეს შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 170 მოქალაქე დაბრუნდა.
მგზავრთა უმეტესობა სამშობლოში გამოფრენამდე დუბაისა და აბუ-დაბიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, მუსკატში სახმელეთო გზით გადავიდა - ანალოგიური რეისები, ომანის გარდა, დღეს და ხვალ, დაგეგმილია საუდის არაბეთიდანაც.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონში, ექმნებათ შეფერხებები მგზავრობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დააორგანიზა.
როგორც საქართველოს საგარეო სამინისტროში განაცხადეს, საქართველოში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს შესაბამის საელჩოებს უნდა მიმართონ.
სპეციალური რეისების განრიგი:
4 მარტი, 19:00 საათი ერ-რიადი-თბილისი
5 მარტი, 19:00 საათი - მასკატი-თბილისი.
მანამდე, 1 მარტს ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოს დატოვება ასევე შეუძლიათ სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.