მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალეს

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიტყვეების დაბრუნება
ტყვეების დაბრუნება - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2026
გამოწერა
რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან ბელარუსში, სადაც მათ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსეთმა კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 205 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა, სანაცვლოდ კი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 205 სამხედრო ტყვე გადაეცა, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, მათ აჭირო ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უწევენ.
სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ.
„რუსი სამხედრო მოსამსახურეების ტყვეობიდან დაბრუნების პროცესში ჰუმანიტარული დახმარება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაწიეს“, - აღნიშნეს სამინისტროში.
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები ბოლოჯერ 24 აპრილს გაცვალეს. მაშინაც გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების და შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელდა. მაშინ მოსკოვმა კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 193 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება მოახერხა. სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს გადაეცა აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების 193 ტყვე ჯარისკაცი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო სპეცოპერაციის განმავლობაში რუსეთმა უკრაინული ტყვეობიდან 3700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება მოახერხა. ტყვეების გაცვლა, როგორც წესი, უკრაინის საზღვარზე მდებარე ბელორუსიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ხდება.
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებიც გაცვალეს, იუწყება „რია ნოვოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, რუსეთმა უკრაინას უკრაინის შეიარაღებული ძალების 526 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, მოსკოვმა 41 რუსი ჯარისკაცის ცხედარი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0