არაბული პროექტი საქართველოში: მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

© Сourtesy of Georgian GovernmentEmaar Properties-ის აღმასრულებელი დირექტორი მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე
Emaar Properties-ის აღმასრულებელი დირექტორი მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2026
გამოწერა
არაბული დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში კვლავ განსჯის თემაა
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოში Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების საკითხი პროექტის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა პირველ არხზე გამართული დებატების ფორმატში განიხილეს.
2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ხელისუფლების ოპონენტებმა უმსხვილესი საინვესტიციო შეთანხმება გააკრიტიკეს და საქართველოს „არაბიზაცია“ უწინასწარმეტყველეს.
არგუმენტები - მომხრე
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოში ინვესტიციების უპრეცედენტო მოცულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ამ ინვესტიციას უწოდებენ, როგორც საქართველოს ეკონომიკაზე პოზიტიურად ზემოქმედების შესაძლებლობას.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება დადებითად იმოქმედებს უმუშევრობის შემცირებაზე. პროექტის რეალიზაციის პროცესში საქართველოში დამატებით 24 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, დასძინა მან.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვსაუბრობთ, ვინ დასაქმდებიან, გავიხსენოთ კანონმდებლობა გამკაცრებულ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, რამდენად არის გაკეთებული აქცენტი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა აბაშიშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პროექტის მოწინააღმდეგეების მიერ ნაწინასწარმეტყველებ ე.წ.„არაბიზაციასან" დაკავშირებით. აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენა უპირატეს შემთხვევაში ხდება საინვესტიციო მიზნით.
„საინვესტიციო მიზნით უძრავი ქონების შეძენა ნიშნავს, რომ საქართველო არის მიმზიდველი ამ კუთხით, რომ მათ ქონება იყიდონ საინვესტიციოდ, გასაქირავებლად, მათ შორის, შესაძლებელია, ადგილებში, რომლებსაც საქართველოს და/ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები ქირაობენ. აქაც ფობიები არაფერ შუაშია. გასული წლების მაჩვენებელს თუ ავიღებთ, მხოლოდ ოთხ წელიწადში უცხოელებმა შეიძინეს 60 000 ბინა და უდიდესი ნაწილი არის საინვესტიციო“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
არგუმენტები - წინააღმდეგ
პარტიაში „საქართველოსთვის“ პროექტის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითეს და განაცხადეს, რომ არსებული სახით მის მხარდაჭერას არ აპირებენ.
„მსგავს პროექტებში, რომლებიც პრაქტიკაში განხორციელდა და სადაც, თითქოსდა, ინვესტიციები ჩაიდო, არაფერი მომხდარა; შესაძლოა, მხოლოდ ათას წელიწადში ერთხელ სადმე არაბული დასახლება შექმნილიყო. რატომ გგონიათ, რომ ეს ინვესტიციები წარმატებული იქნება?“ – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა შალვა კერესელძემ.
პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წარმომადგენლები პროექტში სხვა რისკებს ხედავენ.
„ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია ნეიტრალური მხარისგან ან წყაროსგან. გამომდინარე აქედან, იმ სიტუაციაშიც კი, რის შესახებაც მთავრობა აცხადებს, ჩვენ საფრთხეებს ვხედავთ. ჩვენ წამოვწევთ ამ თემას და შევეცდებით შევცვალოთ მიდგომები მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ზოგადად – პოლიტიკური სტრატეგიის ჭრილში“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ მახარაძემ.
როგორც მახარაძემ აღნიშნა, უცხოელთა შესაძლო მოზღვავებასთან დაკავშირებით მას ხელისუფლების მიმართ სერიოზული კითხვები აქვს.
„ისინი ამბობენ, რომ 16 ათასი ბინა უნდა აშენდეს. ეს დაახლოებით 40-ათასიანი მოსახლეობაა, ანუ ჩვენ ვაშენებთ გორის ზომის ქალაქს, სადაც ბინების 60%-მდე უცხოელებზე უნდა გაიყიდოს. პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ პირველი 300 ბინა უკვე გაყიდულია და მათგან 42% – უცხოელებზე“, – აღნიშნა მახარაძემ.
როგორც მახარაძემ აღნიშნა, მისთვის ასევე გაუგებარია ბინებზე ფასწარმოქმნის ფორმულა.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გურამ ნიკოლაშვილმა ოპონენტებს ყველა არსებული საკითხის განსახილველად სამუშაო შეხვედრის გამართვა შესთავაზა. მისი განცხადებით, ნებისმიერი კითხვა წერილობითი ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეხვედრა სამუშაო ვითარებაში.
ნიკოლაშვილმა ასევე დასძინა, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მზად არის, კონსტრუქციულად დაეხმაროს მხარეებს იმ კითხვებზე პასუხების მოძიებაში, რომლებიც მისთვის ცნობილია, და ასევე გააკეთოს კომენტარი იმ საკითხებზე, რომლებიც დამატებით განმარტებას საჭიროებს.
გარიგების დეტალები
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0