https://sputnik-georgia.com/20260212/opoziciis-mier-daanonsebuli-arabizacia-cavarda-premieri-297117537.html
ოპოზიციის მიერ დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩავარდა - პრემიერი
ოპოზიციის მიერ დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩავარდა - პრემიერი
Sputnik საქართველო
Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უკვე გაყიდულია 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, ხოლო 110 - უცხოელებმა, განაცხადა პრემიერმა 12.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-12T23:50+0400
2026-02-12T23:50+0400
2026-02-13T02:50+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
თბილისი დღეს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/03/296937149_0:74:2048:1226_1920x0_80_0_0_4e8ca1a2e2273dde1206acb56c5e2a0d.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებდნენ Eagle Hills-ის საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენას და რომ ქონება ექსკლუზიურად არაბ ინვესტორებზე გაიყიდებოდა, თუმცა, პროექტის დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩაუვარდათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.პრემიერის ხელთ არსებული მონაცემებით, Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უკვე გაყიდულია 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, ხოლო 110 - უცხოელებმა, ამასთან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა იყიდეს.მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქართველები ვერ შეძლებენ ბინების შეძენას პროექტში იმის გამო, რომ კვადრატული მეტრი 10 ათას დოლარზე მეტი იღირება, სრულიად უსაფუძვლოა.პრემიერის თქმით, ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც არის ხელმისაწვდომი.გარიგების დეტალებისაქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/03/296937149_159:0:1891:1299_1920x0_80_0_0_a65650d9ecfad0a6fc7fe35be496d8fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, თბილისი დღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, თბილისი დღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ოპოზიციის მიერ დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩავარდა - პრემიერი
23:50 12.02.2026 (განახლებულია: 02:50 13.02.2026) Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უკვე გაყიდულია 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, ხოლო 110 - უცხოელებმა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებდნენ Eagle Hills-ის საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენას და რომ ქონება ექსკლუზიურად არაბ ინვესტორებზე გაიყიდებოდა, თუმცა, პროექტის დაანონსებული „არაბიზაცია“ ჩაუვარდათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„ცნობილი „არაბიზაციის“ ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და გაიყიდებოდა არაბებზე. აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათ პროგნოზი იყო, რომ მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის ხელთ არსებული მონაცემებით, Eagle Hills-ის კრწანისის პროექტში უკვე გაყიდულია 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, ხოლო 110 - უცხოელებმა, ამასთან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა იყიდეს.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქართველები ვერ შეძლებენ ბინების შეძენას პროექტში იმის გამო, რომ კვადრატული მეტრი 10 ათას დოლარზე მეტი იღირება, სრულიად უსაფუძვლოა.
„ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15.000-დოლარიანი ფასი, მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ, რა ფასად გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით 10-ჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც არის ხელმისაწვდომი.
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.