ბიზნესმენი წულაია მასკატში მყოფ თანამემამულეებს თბილისში კერძო რეისით ჩამოყვანას სთავაზობს

© photo: Sputnik / Aleksandr Kryazhevთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ბიზნესმენი ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე სამშობლოში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, დღეს მასკატიდან თბილისში კერძო რეისით უფასოდ ჩამოყვანას სთავაზობს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
ბიზნესნების განცხადებით, დღეს, 3 მარტს, 16:00 საათზე, ომანის დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით კერძო რეისი გაფრინდება. 120-ადგილიანი ხომალდი ბიზნესმენმა და მისმა მეგობრებმა საკუთარი სახსრებით დაიქირავეს.

„ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტის 23.30 საათზე. ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად ვინც იმყოფებით მასკატში და შეძლებთ დღეს 14.00-მდე აეროპორტში მოსვლას გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში", - დაწერა წულაიამ სოციალურ ქსელში.

დღეს ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ავიარეისი საამიროებიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნულ რეისთან დაკავშირებით მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
სპეციალური რეისების განრიგი:
მასკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო)
03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით);
05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
ერ-რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო)
04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
1 მარტს ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოს დატოვება ასევე შეუძლიათ სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0