https://sputnik-georgia.com/20260430/maka-boworisvili-arabta-gaertianebuli-saamiroebis-sagareo-saqmeta-ministrs-sexvda-298380445.html
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში. 30.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-30T17:42+0400
2026-04-30T17:42+0400
2026-04-30T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_e921faa54ad173925f3ca8801161b03a.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაკა ბოჭორიშვილმა საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრა 30 აპრილს გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. ასევე, აღინიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა, აღნიშულია ინფორმაციაში. საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში. გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან. შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288443072_0:4:2048:1540_1920x0_80_0_0_96c3659f9818aa4644472f17ce459874.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მაკა ბოჭორიშვილმა საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრა 30 აპრილს გამართა.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. ასევე, აღინიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში.
გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა, აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.