10:25 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
თემები
სიუჟეტები

თბილისის მერია

 ბოლო პერიოდში საქართველოს დედაქალაქში არაერთი ცვლილება განხორციელდა – ქალაქის ხელისუფლება აქცენტს  ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობაზე აკეთებს. ახლადარჩეული თბილისის მერი კახა კალაძე ენთუზიაზმით შეუდგა საკუთარი მოვალეობების აღსრულებას და ცდილობს თბილისი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ იყოს. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება, ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვა და თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა კახა კალაძის ერთ-ერთი პრიორიტეტული წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერიის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლებას, მეტროს მატარებლების რაოდენობის გაზრდას და ტაქსების ლიცენზირებას უკავშირდება, დადებითად შეიძლება შეფასდეს. თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.