https://sputnik-georgia.com/20250627/riye-nariyalas-sabagiro-mgzavrebs-droebit-ver-moemsaxureba-293938253.html
რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება. 27.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-27T17:02+0400
2025-06-27T17:02+0400
2025-06-27T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/37/238693716_0:0:6017:3385_1920x0_80_0_0_46e9ddd04ae0a45e1ba1eb0b407d5b82.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/37/238693716_0:0:5355:4016_1920x0_80_0_0_d2cd14546eb0cfe52f6ec28426e420be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი 2020
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი 2020
რიყე–ნარიყალას საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მერიის ცნობით, საბაგირო გზაზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა.
საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.