https://sputnik-georgia.com/20250625/tbilisis-meria-movachreebs-finansurad-daexmareba-293905248.html
თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს 1,6 მლნ ლარით დაეხმარება
თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს 1,6 მლნ ლარით დაეხმარება
Sputnik საქართველო
„ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T14:28+0400
2025-06-25T14:28+0400
2025-06-25T14:28+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1687 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა - შედეგადაც სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ხანძრის გამო დაზარალდა შპს „ბაქანი", რომელიც ბაზრობაზე ოპერირებდა და იქ დასაქმებული 400-მდე მოვაჭრე. მათ საქონელი მთლიანად დაეწვათ. ტერიტორიაზე განადგურდა ინფრასტრუქტურაც. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გაუწევს. მან მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა. მაისის ბოლოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ. ხანძრის შემდეგ განცხადება გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმაც”, რომელსაც ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. კერძოდ, კომპანია მზადაა უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სრული შეფასება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს 1,6 მლნ ლარით დაეხმარება
„ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1687 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედნის“ მიმდებარედ არსებული „ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა - შედეგადაც სრულად დაიწვა 12 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. ხანძრის გამო დაზარალდა შპს „ბაქანი", რომელიც ბაზრობაზე ოპერირებდა და იქ დასაქმებული 400-მდე მოვაჭრე. მათ საქონელი მთლიანად დაეწვათ. ტერიტორიაზე განადგურდა ინფრასტრუქტურაც.
„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. დაზარალებულების მოთხოვნის საფუძველზე მყისიერად მოწესრიგდა და დასუფთავდა ტერიტორია. ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გაუწევს. მან მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ მყისიერად მოხდა თანხების გამოყოფა და გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ დაგვეტოვებინა პრობლემების პირისპირ. მზად ვართ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და გავცეთ აღნიშნული დახმარება“, - განაცხადა კალაძემ.
მაისის ბოლოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ.
ხანძრის შემდეგ განცხადება გაავრცელა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალმაც”, რომელსაც ხანძრის შედეგად ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. კერძოდ, კომპანია მზადაა უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის” ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის სრული შეფასება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებისა და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ მოხდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.