https://sputnik-georgia.com/20250625/ortachalhesis-tagovan-xids-reabilitacia-chautardeba-293906681.html
მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეს გაგრძელდება. 25.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-25T15:49+0400
2025-06-25T15:49+0400
2025-06-25T15:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293907763_28:0:990:541_1920x0_80_0_0_59f39e6b3dfb9289a98f95c6de915683.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდზე სარემონტო სამუშაოები 28 ივნისიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის განცხადებით, პროექტი ოთხ თვეს გაგრძელდება და სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხიდის სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და შესრულდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. ასევე აღდგება დაზიანებული მოაჯირები და გამაგრდება მისი კონსტრუქციები, გარეგანათების ძველი ბოძები შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED-სანათები, განახლდება ტროტუარებიც. სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით ტენდერი 1 მაისს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,8 მლნ ლარია. ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე, ორთაჭალის ხიდთან მდებარეობს. ის 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ. ორთაჭალჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293907763_149:0:870:541_1920x0_80_0_0_4c7819d9f169e99a02ee519cc5387211.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეს გაგრძელდება.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდზე სარემონტო სამუშაოები 28 ივნისიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, პროექტი ოთხ თვეს გაგრძელდება და სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხიდის სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და შესრულდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.
ასევე აღდგება დაზიანებული მოაჯირები და გამაგრდება მისი კონსტრუქციები, გარეგანათების ძველი ბოძები შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED-სანათები, განახლდება ტროტუარებიც.
სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით ტენდერი 1 მაისს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,8 მლნ ლარია.
ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე, ორთაჭალის ხიდთან მდებარეობს. ის 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.
ორთაჭალჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში.