https://sputnik-georgia.com/20250626/tbilisis-zogiert-qucaze-transportis-mozraoba-seizrudeba-293927059.html
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. 26.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-26T19:40+0400
2025-06-26T19:40+0400
2025-06-26T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051510_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_ee1be8cf43284fc5e1ff31bae878b5be.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე 28 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. კერძოდ, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით. ასევე მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად. თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283051510_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d3ea6965aa2a73ed70ad117e44024e6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე 28 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.
კერძოდ, ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.
ასევე მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების წარმოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.