https://sputnik-georgia.com/20250630/gamocdebze-avtobusebis-damatebiti-marshrutebi-dainishna-293978523.html
გამოცდები-2025: საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მერია ავტობუსების მარშრუტებს ამატებს
გამოცდები-2025: საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მერია ავტობუსების მარშრუტებს ამატებს
Sputnik საქართველო
წელს საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T18:07+0400
2025-06-30T18:07+0400
2025-06-30T18:07+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_059fe89de702386c899396f244a932b1.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ავტობუსები თბილისის გარეუბნებში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან. კერძოდ:შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.თბილისის გარდა, 2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251894970_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_d729bc0fd6caed39d908bd58ce61917b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
გამოცდები-2025: საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მერია ავტობუსების მარშრუტებს ამატებს
წელს საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ავტობუსები თბილისის გარეუბნებში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით მოემსახურებიან. კერძოდ:
N39-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტები მგზავრებს ალექსანდრე გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან.
N147-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან ( ანზორ აბულაშვილის ქუჩა).
N103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი).
საგამოცდო პროცესი N39-ე, 103-ე, 175-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებში 23 ივლისის ჩათვლით, ხოლო N147 საჯარო სკოლაში პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
თბილისის გარდა, 2025 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.