ელექტრომობილის საპარკინგე ადგილის არამიზნობრივად გამოყენებისთვის მძღოლებს დააჯარიმებენ

© photo: Sputnik / Stringerელექტრომობილი
ელექტრომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2025
გამოწერა
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტროდამტენებით აღჭურვილი საპარკინგე ადგილები არამიზნობრივად არ გამოიყენონ
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისში გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის.
„აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა დედაქალაქის მთავრობისთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
„საქსტატის" ცნობით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში 9 ათასს აჭარბებს. მათგან 6,9 ათასზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული თბილისში. ის ელექტრომობილებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქია, სადაც დამტენი სადგურებია მთელი ქალაქის მასშტაბით არის განთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0