https://sputnik-georgia.com/20250619/meria-tbilisis-metros-asze-meti-axali-vagoni-daemateba-293822829.html
მერია - თბილისის მეტროს ასზე მეტი ახალი ვაგონი დაემატება
მერია - თბილისის მეტროს ასზე მეტი ახალი ვაგონი დაემატება
Sputnik საქართველო
ტყემალაძემ მერიის მიერ მეტროს განახლების მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T10:41+0400
2025-06-19T10:41+0400
2025-06-19T10:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_0:92:2000:1217_1920x0_80_0_0_dc9b4e6dc6f9d302fe1fe1a2876bf28f.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროს მალე 111 ახალი ვაგონი დაემატება, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ.ტყემალაძემ წარმოადგინა ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.მან ასევე მერიის მიერ მეტროს განახლების მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.„კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად“, - განაცხადა ტყემალაძემ.მისი თქმით, მერიამ 200 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის დაპირებაც შეასრულა.„წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს... ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.როგორც ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენის 12 სადგურის რეკონსტრუქცია/შეკეთების პროექტი დაახლოებით 55 მლნ ევრო დაჯდება. EBRD გამოყოფს კრედიტს 50,6 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო კიდევ 5 მლნ ევროს გრანტით პროექტს მწვანე კლიმატის ფონდი დააფინანსებს.იგეგმება სამი ესკალატორის შეცვლა და 30-ის მოდერნიზება, შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები. მეტროსადგურების შშმ პირთათვის მეტად ადაპტირებული გახდებაასევე განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_155:0:2000:1384_1920x0_80_0_0_27bfe455b16f10942c81b96d0f59e13c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
მერია - თბილისის მეტროს ასზე მეტი ახალი ვაგონი დაემატება
ტყემალაძემ მერიის მიერ მეტროს განახლების მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროს მალე 111 ახალი ვაგონი დაემატება, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ.
ტყემალაძემ წარმოადგინა ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მან ასევე მერიის მიერ მეტროს განახლების მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.
„კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მისი თქმით, მერიამ 200 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის დაპირებაც შეასრულა.
„წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს... ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მეტროპოლიტენის 12 სადგურის რეკონსტრუქცია/შეკეთების პროექტი დაახლოებით 55 მლნ ევრო დაჯდება. EBRD გამოყოფს კრედიტს 50,6 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო კიდევ 5 მლნ ევროს გრანტით პროექტს მწვანე კლიმატის ფონდი დააფინანსებს.
იგეგმება სამი ესკალატორის შეცვლა და 30-ის მოდერნიზება, შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები. მეტროსადგურების შშმ პირთათვის მეტად ადაპტირებული გახდება
ასევე განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები.