https://sputnik-georgia.com/20250617/gmirta-moedanze-arsebul-estakadaze-mozraoba-sheizgudeba-293790916.html
გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ესტაკადის მონიტორინგის მიზანი დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T14:39+0400
2025-06-17T14:39+0400
2025-06-17T14:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/46/239594620_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_21fe376f439471496d01bf816586b28c.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება, რის გამოც 19 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კერძოდ, ესტაკადის გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით სრულად შეიზღუდება. მერიის ცნობით, მონიტორინგი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა 2009 წლის დასაწყისში გადატვირთული მოძრაობის განსამუხტველად დაიგეგმა და 2012 წლის სექტემბერში დასრულდა. მისი საერთო სიგრძე 806 მეტრია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/46/239594620_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_592ba673aae0253b9ee22b783a7af360.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ესტაკადის მონიტორინგის მიზანი დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური მონიტორინგი ჩაუტარდება, რის გამოც 19 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კერძოდ, ესტაკადის გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით სრულად შეიზღუდება.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას“, – აღნიშნა კალაძემ.
მერიის ცნობით, მონიტორინგი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს.
მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა 2009 წლის დასაწყისში გადატვირთული მოძრაობის განსამუხტველად დაიგეგმა და 2012 წლის სექტემბერში დასრულდა. მისი საერთო სიგრძე 806 მეტრია.