https://sputnik-georgia.com/20250630/xetagurovis-quchaze-satransporto-kvanzi-moewyoba-293978753.html
სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
Sputnik საქართველო
პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. 30.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-30T17:30+0400
2025-06-30T17:30+0400
2025-06-30T17:30+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516737_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_fc58a814f10bc51d513b7ff84a1ac86d.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.ასევე მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.სამუშაოების წარმოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად.თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516737_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_921c9be6e51053f705fb207e704b90b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები ქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას“, -აღნიშნა კალაძემ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.
ასევე მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოების წარმოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.