მერია: ლისის ტბის მიმდებარედ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliლისის ტბა
ლისის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2025
გამოწერა
შესაბამისი ზომები იქნება მიღებული მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთადაც.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების დემონტაჟს ახორციელებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სპეციალურ ღონისძიება სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად ხორციელდება.
ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთადაც.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიების შედეგად, დედაქალაქს არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0