https://sputnik-georgia.com/20250612/kalaze-restoran-gagrastan-sagzao-samusaoebi-agvistostvis-dasruldeba-293736240.html
კალაძე: რესტორან „გაგრასთან" საგზაო სამუშაოები აგვისტოსთვის დასრულდება
კალაძე: რესტორან „გაგრასთან" საგზაო სამუშაოები აგვისტოსთვის დასრულდება
Sputnik საქართველო
მტკვრის მარცხენა სანაპიროზგზის სავალი ნაწილი აპრილის დასაწყისში დაზიანდა. 12.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-12T18:33+0400
2025-06-12T18:33+0400
2025-06-12T18:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ, სადაც ორი თვის წინ გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, ნაპირსამაგრი და საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია, იუწყება თბილსის მერია. უსაფრთხოების მიზნით, კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მოეწყო ხიმინჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი. მერიის ცნობით, ამ დროისთვის, დარჩენილია: მდინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; რკინაბეტონის ფარდის მოწყობა; ბეტონის ბლოკების ამოღება მდინარის კალაპოტიდან; ხიდის მოაჯირების მოწყობა, რაც ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია. "აღნიშნული სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ - სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება აღდგენილია და ავტოტრანსპორტისთვის სრულად უსაფრთხოა", -აღნიშნავენ უწყებაში. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი აპრილში დაზიანდა. მერიის ცნობით, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება: გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გატარდა უსაფრთხოების პირველადი ზომები. პარალელურად, გადაუდებელი წესით დაიწყო საპრევენციო, აღდგენითი სამუშაოები. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. დამატებით ზემოქმედებას ახდენდა მტკვრის ჰიდროდინამიკური გავლენა ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
კალაძე: რესტორან „გაგრასთან" საგზაო სამუშაოები აგვისტოსთვის დასრულდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზგზის სავალი ნაწილი აპრილის დასაწყისში დაზიანდა.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ, სადაც ორი თვის წინ გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, ნაპირსამაგრი და საგზაო-სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულებულია, იუწყება თბილსის მერია.
უსაფრთხოების მიზნით, კალაპოტში დროებით შეიტანეს ლოდები და ბეტონის ბლოკები, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მოეწყო ხიმინჯები, აღდგა გზის დაზიანებული სავალი ნაწილი და დაიგო ასფალტის საფარი.
„რამდენიმე თვის წინ აქ გზა ჩამოიშალა. როდესაც ვნახეთ, აღნიშნულ მონაკვეთს პრობლემა ჰქონდა, პრევენციის მიზნით ჩავკეტეთ მოძრაობა და დავიწყეთ სამუშაოები. უკვე შეზღუდვების გარეშეა საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ხიმინჯოვანი კედელი. წყლის დონიდან გამომდინარე, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში სამუშაოები სრულად დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, ამ დროისთვის, დარჩენილია: მდინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; რკინაბეტონის ფარდის მოწყობა; ბეტონის ბლოკების ამოღება მდინარის კალაპოტიდან; ხიდის მოაჯირების მოწყობა, რაც ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელია.
"აღნიშნული სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ - სავარაუდოდ, ივლისის ბოლოსთვის. ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება აღდგენილია და ავტოტრანსპორტისთვის სრულად უსაფრთხოა", -აღნიშნავენ უწყებაში.
პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი აპრილში დაზიანდა.
მერიის ცნობით, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება: გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გატარდა უსაფრთხოების პირველადი ზომები. პარალელურად, გადაუდებელი წესით დაიწყო საპრევენციო, აღდგენითი სამუშაოები.
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ გზის ჩანგრევა გამოწვეული იყო გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ჩადინებით. დამატებით ზემოქმედებას ახდენდა მტკვრის ჰიდროდინამიკური გავლენა ნაპირდაცვის კონსტრუქციებზე და მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა.