13:16 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
თემები
სიუჟეტები

ნარკოდანაშაული საქართველოში

ე.წ. სააფთიაქო, ანუ მედიკამენტოზური ნარკომანია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობამ მასთან ბრძოლის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა — დაწესდა რეცეპტების სისტემა, სააფთიაქო კონტროლი, მედიკამენტების გაყიდვის წესების დარღვევისთვის მაღალი ჯარიმები. გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად დარჩა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების ან პრეკურსორების კანონსაწინააღმდეგო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა ან გადაგზავნა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალ ამბებს   გაეცანით  „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.