თბილისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს: დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2025
გამოწერა
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 34 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ 3G-ის ოპერატორს, 65 წლის პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცივი იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0