https://sputnik-georgia.com/20250623/tbilissa-da-regionebshi-iaragi-amoiges-293874016.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია შვიდი პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია შვიდი პირი
Sputnik საქართველო
ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T16:39+0400
2025-06-23T16:39+0400
2025-06-23T16:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 43-დან 62 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია შვიდი პირი
ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალაა ამოღებული.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შვიდი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 43-დან 62 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებიც არიან.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე, 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.