https://sputnik-georgia.com/20250624/narkodanashaulistvis-18-piri-daakaves-293893066.html
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავეს
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 24.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-24T15:00+0400
2025-06-24T15:00+0400
2025-06-24T15:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.ბრალდებულთა ნაწილს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, ნაწილს კი - უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. უწყების ცნობით, ბრალდებულები სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და შესაბამის შეტყობინებებს გადასცემდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. ასევე ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა თუ სხვა მეთოდებით.პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 პირი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ბრალდებულთა ნაწილს საგამოძიებო უწყება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, ნაწილს კი - უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც.
„ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა გელაძემ.
უწყების ცნობით, ბრალდებულები სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და შესაბამის შეტყობინებებს გადასცემდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. ასევე ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა თუ სხვა მეთოდებით.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.