https://sputnik-georgia.com/20250626/telavsi-mkvlelobis-mcdelobistvis-patrul-inspeqtori-daakaves-293921192.html
თელავში მკვლელობის მცდელობისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს
თელავში მკვლელობის მცდელობისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს
Sputnik საქართველო
პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ... 26.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-26T09:35+0400
2025-06-26T09:35+0400
2025-06-26T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცის დაჭრისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც იქვე სუფრასთან მყოფი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დააკავეს.პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა
თელავში მკვლელობის მცდელობისთვის პატრულ-ინსპექტორი დააკავეს
პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცის დაჭრისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც იქვე სუფრასთან მყოფი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.