ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცმა სიმამრი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა სიმამრს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად 64 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 46 წლის ქალს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0