https://sputnik-georgia.com/20250629/tbilisshi-narkodanashaulistvis-3-piri-daakaves-293962861.html
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-29T14:00+0400
2025-06-29T14:00+0400
2025-06-29T14:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დაკავებულებს, რომელთა შორისაც ერთი ნიგერიის მოქალაქეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და გასაღების მცდელობას ედავება.დანაშაული 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული პირების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" და "მეტადონი".გამოძიება სსკ-ის 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
დანაშაული 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა შორისაც ერთი ნიგერიის მოქალაქეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და გასაღების მცდელობას ედავება.
დანაშაული 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული პირების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" და "მეტადონი".
გამოძიება სსკ-ის 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.