https://sputnik-georgia.com/20250619/samseneblo-kompaniam-11-mln-lari-miitvisa-dakavebulia-axalgarda-qali-293826599.html
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ 11 მლნ ლარი მიითვისა: დაკავებულია ახალგაზრდა ქალი
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ 11 მლნ ლარი მიითვისა: დაკავებულია ახალგაზრდა ქალი
Sputnik საქართველო
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T15:29+0400
2025-06-19T15:29+0400
2025-06-19T15:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კრიმინალი საქართველოში
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_75b1d772a73687e7451148cfb3ad566c.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ბრალდებით 31 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, ამჟამად მსჯავრდებულ 39 წლის პირთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სექტორი 7"-ს ხელმძღვანელობდა. 2020-2024 წლებში ისინი მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ყიდდნენ ფართებს. აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა. უწყების ცნობით, დაზარალებულია ჯამში 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მლნ ლარს აღწევს. სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე პირს, ორგანიზებული ჯგუფის წევრს, რომელიც უკვე სასჯელს იხდის, დამატებითი ბრალი წარედგინება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324234_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_c248a7ebbd0d2e194dd98ed50e126518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ 11 მლნ ლარი მიითვისა: დაკავებულია ახალგაზრდა ქალი
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ბრალდებით 31 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, ამჟამად მსჯავრდებულ 39 წლის პირთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სექტორი 7"-ს ხელმძღვანელობდა. 2020-2024 წლებში ისინი მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ყიდდნენ ფართებს.
აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა. უწყების ცნობით, დაზარალებულია ჯამში 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მლნ ლარს აღწევს.
სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მეორე პირს, ორგანიზებული ჯგუფის წევრს, რომელიც უკვე სასჯელს იხდის, დამატებითი ბრალი წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.