https://sputnik-georgia.com/20250618/300-kg-heroinis-shemotanis-paqtze-erti-piri-daakaves-293813834.html
300 კგ-მდე „ჰეროინი" კონტეინერებით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი
300 კგ-მდე „ჰეროინი" კონტეინერებით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 18.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-18T15:16+0400
2025-06-18T15:16+0400
2025-06-18T15:16+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კგ „ჰეროინი" ამოიღეს, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მლნ ლარია, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელიც ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. ავტომობილი საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით. შსს-ს ცნობით, გრძელდება კომპლექსური ღონისძიებები აღნიშნულ ნარკოტრეფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
300 კგ-მდე „ჰეროინი" კონტეინერებით შემოჰქონდა: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კგ „ჰეროინი" ამოიღეს, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მლნ ლარია, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელიც ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. ავტომობილი საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით.
„სამართალდამცველებმა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს. კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, - განაცხადა დარახველიძემ.
შსს-ს ცნობით, გრძელდება კომპლექსური ღონისძიებები აღნიშნულ ნარკოტრეფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.