https://sputnik-georgia.com/20250623/arasrulwlovanta-danashauli-monacemebi-ganaxlda-293874557.html
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T14:14+0400
2025-06-23T14:14+0400
2025-06-23T14:14+0400
საქართველო
საქსტატი
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. 2025 წლის იანვარ-აპრილში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 268 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.ამასთან, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში 18 წლამდე 488 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში 60 მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
არასრულწლოვანთა დანაშაული საქართველოში - ახალი მონაცემები
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. 2025 წლის იანვარ-აპრილში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის 14-დან 17 წლამდე 268 პირი დააკავეს, ნათქვამია სტატისკიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მათგან 40% თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩამდენი მოზარდების რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.
დაკავებული მოზარდების უმრავლესობას ქურდობა ედება ბრალად, მეორე ადგილზეა ძარცვა. გარდა ამისა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორისაა მუქარა, ჯანმრთელობის დაზიანება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები.
ამასთან, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში 18 წლამდე 488 პირი სხვადასხვა დანაშაულის მსხვერპლად იქნა აღიარებული - მათი უმრავლესობა ოჯახში ძალადობისა და ცემის მსხვერპლია.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში 60 მოზარდი აღიარეს სექსუალური ხასიათის დანაშაულის მსხვერპლად, როგორიცაა გაუპატიურება, სქესობრივი კავშირი 16 წლამდე პირთან და გარყვნილი ქმედება.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.