https://sputnik-georgia.com/20250623/romeo-miqautadzes-patimroba-sheeparda-293876296.html
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა. 23.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-23T13:39+0400
2025-06-23T13:39+0400
2025-06-23T13:39+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 23 ივნისი - Sputinik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი 100 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული, რომეო მიქაუტაძეც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით წარმოთქმის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას არანაირი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით 21 ივნისს დააკავა.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.რას ედავებიან მიქაუტაძესსაქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება უკვე წარუდგინა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიქაუტაძე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.2021 წელს მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4.400.000 დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400.000 აშშ დოლარი.მიქაუტაძის ოჯახმა ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599.955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.ამას გარდა, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, მიქაუტაძეს შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842.592 ლარს შეადგენს.სუს-ის ცნობით, მიქაუტაძემ ეს ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ამ მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2.556.192 ლარის უკანონო ლეგალიზაცია მოახდინა.მიქაუტაძე 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2021 – 2022 ის წლებში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე იყო.ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: "ვარციხე ჰესების კასკადი", "ზაჰესი", "ხრამხჰესი", "ჩხოროწუჰესი" და სხვა.გასულ წელს ოპოზიციურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.მედიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა. მაშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა.
თბილისი, 23 ივნისი - Sputinik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი 100 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული, რომეო მიქაუტაძეც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით წარმოთქმის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას არანაირი დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
„ჩემი მხრიდან დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ მქონია, არც მაქვს და არც მექნება. დარწმუნებული ვარ, სასამართლოს სიჯანსაღეში“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რომეო მიქაუტაძე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით 21 ივნისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება უკვე წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიქაუტაძე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2021 წელს მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4.400.000 დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400.000 აშშ დოლარი.
მიქაუტაძის ოჯახმა ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვ.მ. ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599.955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.
ამას გარდა, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, მიქაუტაძეს შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842.592 ლარს შეადგენს.
სუს-ის ცნობით, მიქაუტაძემ ეს ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ამ მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2.556.192 ლარის უკანონო ლეგალიზაცია მოახდინა.
მიქაუტაძე 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2021 – 2022 ის წლებში ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე იყო.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ენერგეტიკულ კომპანიებში, აგრეთვე შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებში: "ვარციხე ჰესების კასკადი", "ზაჰესი", "ხრამხჰესი", "ჩხოროწუჰესი" და სხვა.
გასულ წელს ოპოზიციურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე კორუფციულ სქემებში იყო ჩართული და რომ იგი არაერთხელ გამოიძახეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მედიის ცნობით, უწყება მისი ქონებით დაინტერესდა, რომელიც თითქოსდა მან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას დააგროვა. მაშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძემ თანამდებობის დატოვება საკუთარი ნებით გადაწყვიტა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციაა.