თბილისში ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავეს

© courtesy of Ministry of Internal Affairs of GeorgiaИзъятые наркотики на полмиллиона долларов
Изъятые наркотики на полмиллиона долларов - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 19-დან 36 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღების მცდელობასა და გასაღების მომზადებას, ასევე მარიხუანის შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0