თელავი საქართველოს ქალაქია. არის კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთი კალთის ძირას, მდინარე ალაზნის ვაკეზე. არის საქართველოს უძველესი ქალაქი. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მე–17 საუკუნის მეორე ნახევრიდან მეფე არჩილ მეორემ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადაიტანა. სწორედ აქედან დაწყებული თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. მე–18 საუკუნეში თელავში დაარსდა საფილოსოფოსო–საღვთისმეტყველო სკოლა. აქ ჩამოყალიბდა ერთ–ერთი პირველი საერო ქართული თეატრი. თელავში მოღვაწეობდნენ მეფეები არჩილ მეორე, თეიმურაზ პირველი, თეიმურაზ მეორე, ერეკლე მეორე. თელავში უამრავი ხუროთმოძღვრული და კულტურული ძეგლია. მათ შორის ბატონის ციხე, იყალთოს მონასტერი – თელავიდან რვა კილომეტრში, ალავერდის მონასტერი – თელავიდან 20 კილომეტრში, ძველი და ახალი შუამთა – თელავიდან 7 კილომეტრში, წინანდლის ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი – თელავთან ახლოს, ათ კილომეტრში და სხვა. თავად ქალაქში არის ცნობილი 900–წლოვანი ჭადრის ხე.

ახალი ამბები თელავის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0